StrelfRS

ანგარიშ-ფაქტურები ზედნადებებიდან, ერთი დაჭერით

თუ საქონელს ზედნადებით აწვდით, ზედნადებზე ანგარიშ-ფაქტურა (ა/ფ) RS.ge-ზე უნდა შეიქმნას. Strelf RS ამას თქვენ ნაცვლად აკეთებს: ირჩევთ პერიოდს, აჭერთ ღილაკს და ა/ფ-ები იქმნება.

დაიწყეთ უფასოდ5 უფასო გაშვება. ბარათი არ არის საჭირო.

როგორ კეთდება ეს ხელით

eservices.rs.ge-ზე, ზედნადებების გვერდზე, პოულობთ გააქტიურებულ ზედნადებებს, რომლებსაც ა/ფ ჯერ არ აქვს, და თითოეულისთვის ცალ-ცალკე ქმნით ანგარიშ-ფაქტურას. ასობით ზედნადებზე ამას საათები სჭირდება და ადვილია, რომელიმე გამოგრჩეთ.

როგორ აკეთებს ამას Strelf RS

  1. გახსნით eservices.rs.ge-ს ზედნადებების გვერდს და დააჭერთ მწვანე Strelf ღილაკს.
  2. ირჩევთ თარიღებს. თუ გინდათ, ჯერ მხოლოდ შემოწმებას ჩართავთ: ნახავთ სიას ისე, რომ არაფერი შეიქმნას.
  3. გაფართოება პოულობს გაცემულ ზედნადებებს, რომლებზეც ა/ფ ჯერ არ შექმნილა. გაუქმებულ და დაბრუნების ზედნადებებს გამოტოვებს.
  4. თითოეულზე ა/ფ-ს RS.ge-ს საკუთარი ფუნქციით ქმნის, სათითაოდ, და ბოლოს გაჩვენებთ, რა შეიქმნა.

თქვენი მონაცემები თქვენთან რჩება

გაფართოება მუშაობს თქვენს ბრაუზერში, RS.ge-ზე თქვენი სესიით. RS.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი Strelf-ს არ გადაეცემა.

ვისთვის არის

ბუღალტრებისთვის, რომლებიც თვის ბოლოს ბევრ ა/ფ-ს წერენ, და დისტრიბუტორებისთვის, რომლებიც დღეში ათობით ზედნადებს აფორმებენ.

ხშირი კითხვები

რამდენი ა/ფ იქმნება ერთ გაშვებაში?

იმდენი, რამდენი ზედნადებიც არის არჩეულ პერიოდში ა/ფ-ის გარეშე. უფასო გაშვებაში 20 ა/ფ-მდე.

რა ღირს?

5 გაშვება უფასოა. შემდეგ: 1 თვე 16 ₾, 6 თვე 80 ₾, 1 წელი 120 ₾.

რომელ ბრაუზერში მუშაობს?

Google Chrome-სა და Microsoft Edge-ში, კომპიუტერზე. გაფართოება Chrome Web Store-დან ემატება.