StrelfRS

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რას ვინახავთ

ელ-ფოსტას, სახელს, მობილურის ნომერს (რომ ანგარიშის ან გადახდის საკითხზე დაგიკავშირდეთ), დაშიფრულ პაროლს (ჰეშს), გადახდების ისტორიას და გაშვებების ჩანაწერს: როდის, რა პერიოდზე, რამდენი ა/ფ შეიქმნა.

რას არ ვინახავთ

RS.ge-ს მომხმარებელს და პაროლს, თქვენს ანგარიშ-ფაქტურებს, ზედნადებებს და მათ შიგთავსს. ეს მონაცემები რჩება RS.ge-სა და თქვენს ბრაუზერს შორის. ბარათის მონაცემებიც ჩვენამდე არ აღწევს, მას საქართველოს ბანკი ამუშავებს.

ვის ვუზიარებთ

მხოლოდ გადახდის მომსახურეს (საქართველოს ბანკი) და ელ-ფოსტის გამგზავნ სერვისს, იმდენს, რაც მათ საქმისთვის სჭირდებათ. არ ვყიდით და სარეკლამოდ არავის ვაძლევთ.

თქვენი უფლებები

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა ან წაშლა. მოგვწერეთ კონტაქტის გვერდზე მითითებულ მისამართზე.