ბუღალტრის დამხმარე RS.ge-სთვის
თვის ბოლოს ბუღალტერიაში ყველაზე მეტ დროს RS.ge-ზე ერთი და იმავე მოქმედების გამეორება იღებს. Strelf RS ამ სამუშაოს თავად აკეთებს, თქვენ კი შედეგს ამოწმებთ.
რას აკეთებს
- ანგარიშ-ფაქტურებს ქმნის გაცემული ზედნადებებიდან, არჩეულ პერიოდზე.
- უკან დაბრუნების ზედნადებებზე პოულობს და ასწორებს შესაბამის ა/ფ-ებს.
- ყოველ გაშვებას ინახავს თქვენს კაბინეტში: რა შეიქმნა და როდის.
რამდენიმე კომპანია
გაფართოება მუშაობს იმ კომპანიის RS.ge-ზე, რომელშიც შესული ხართ. სხვა კომპანიაზე გადასვლისთვის RS.ge-ზე იმ კომპანიით შედიხართ და ისევ მწვანე ღილაკს აჭერთ.
ქართულად, თქვენს ბრაუზერში
ყველაფერი ქართულადაა. კომპიუტერზე პროგრამის დაყენება არ გჭირდებათ: გაფართოება Chrome Web Store-დან ერთი დაჭერით ემატება და RS.ge-ს გვერდზე მუშაობს.
როგორ დავიწყოთ
დარეგისტრირდით rs.strelf.com-ზე, დაამატეთ გაფართოება Chrome-ში, გახსენით eservices.rs.ge და დააჭირეთ მწვანე ღილაკს. 5 გაშვება უფასოა.
ხშირი კითხვები
ეს ბუღალტრული პროგრამაა?
არა. Strelf RS თქვენს ბუღალტრულ პროგრამას არ ცვლის. ის მხოლოდ RS.ge-ზე სამუშაოს აჩქარებს: ა/ფ-ების შექმნასა და კორექტირებას.
უსაფრთხოა ჩემი RS.ge?
გაფართოება მუშაობს თქვენს ბრაუზერში, თქვენი RS.ge სესიით. RS.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი ჩვენს სერვერს არ გადაეცემა.
რა ღირს?
5 გაშვება უფასოა. შემდეგ: 1 თვე 16 ₾, 6 თვე 80 ₾, 1 წელი 120 ₾.