StrelfRS

ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება, როცა საქონელი ბრუნდება

მაღაზიამ საქონელი დააბრუნა და დაბრუნების ზედნადები უკვე გაქვთ. ახლა უნდა იპოვოთ ა/ფ, რომლითაც ეს საქონელი გაიყიდა, და გაასწოროთ. Strelf RS ამ ძებნასა და დათვლას თავად აკეთებს.

დაიწყეთ უფასოდ5 უფასო გაშვება. ბარათი არ არის საჭირო.

რატომ არის ეს ხელით რთული

დაბრუნებული პროდუქტი შეიძლება რამდენიმე თვის წინანდელ ა/ფ-ში იყოს, ან რამდენიმე ა/ფ-ზე იყოს გაყოფილი. პროდუქტის წონა ან ფასი შეიძლება შეიცვალა. რაოდენობა და თანხა თეთრამდე სწორად უნდა დაითვალოთ, დაბრუნების ზედნადები კი ა/ფ-ს უნდა მიაბათ.

როგორ აკეთებს ამას Strelf RS

  1. ირჩევთ თარიღებს და, თუ გინდათ, მყიდველს.
  2. გაფართოება პოულობს დაბრუნების ზედნადებებს, რომლებიც ჯერ არცერთ ა/ფ-ში არ არის, და გაჩვენებთ, რა დაბრუნდა: დასახელება, რაოდენობა, ფასი.
  3. ეძებს მყიდველის დადასტურებულ ა/ფ-ებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და პოულობს იმავე პროდუქტს.
  4. თუ პროდუქტის წონა ან ფასი შეიცვალა (მაგალითად, 35 გრამიანი ყველი ახლა 30 გრამიანია), გეკითხებათ: იგივე პროდუქტია?
  5. გაჩვენებთ ცხრილს: რა იყო, რა გახდება და რა იცვლება.
  6. თქვენი დაჭერის შემდეგ აგზავნის კორექტირებას RS.ge-ზე, დაბრუნების ზედნადებით მიბმულს.

შემოწმება გაგზავნამდე

გაგზავნამდე გაფართოება ხელახლა კითხულობს ა/ფ-ის ყველა ხაზს და ადარებს დათვლილს. თუ რამე არ ემთხვევა, კორექტირებას აუქმებს და არაფერს აგზავნის.

რა უნდა იცოდეთ

RS.ge კორექტირების საშუალებას მხოლოდ მყიდველის მიერ დადასტურებულ ა/ფ-ზე იძლევა. ა/ფ მხოლოდ დღგ-ის გადამხდელ მყიდველებს აქვთ, ამიტომ გაფართოება მხოლოდ მათ დაბრუნებებს ამუშავებს.

ხშირი კითხვები

თუ დაბრუნებული რაოდენობა ერთ ა/ფ-ში არ ეტევა?

გაფართოება მას რამდენიმე ა/ფ-ზე ანაწილებს, უახლესიდან დაწყებული. თუ საკმარისს ვერ იპოვის, ამ დაბრუნებას არ შეეხება და გაჩვენებთ, რა აკლია. ძებნა შეგიძლიათ კიდევ ერთი წლით გააგრძელოთ.

შედეგს გაგზავნამდე ვნახავ?

დიახ. ცხრილს გაგზავნამდე ხედავთ და კორექტირება მხოლოდ თქვენი დაჭერის შემდეგ იგზავნება.

რა ღირს?

5 გაშვება უფასოა. შემდეგ: 1 თვე 16 ₾, 6 თვე 80 ₾, 1 წელი 120 ₾.