მომსახურების პირობები
განახლებულია: 2026 წლის 18 ნოემბერი
რა არის Strelf RS
Strelf RS არის ბრაუზერის გაფართოება და ვებგვერდი, რომელიც RS.ge-ზე ზედნადებებიდან ანგარიშ-ფაქტურების შექმნას და უკან დაბრუნებებზე ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებას ავტომატიზებს. გაფართოება მოქმედებს თქვენი სახელით, თქვენი RS.ge სესიით.
თქვენი პასუხისმგებლობა
შექმნილი ან გასწორებული ანგარიშ-ფაქტურების სისწორეზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაფართოება იმეორებს ის მოქმედებას, რასაც თქვენ ხელით გააკეთებდით. გირჩევთ, პირველად მცირე პერიოდზე გამოსცადოთ და შედეგი შეამოწმოთ RS.ge-ზე.
ფასი და გადახდა
უფასო გამოყენება შეზღუდულია: 5 გაშვება, თითოში 20 ა/ფ-მდე. ფასიანი ვადებია: 1 თვე — 16 ₾, 6 თვე — 80 ₾, 1 წელი — 120 ₾. გადახდა ხდება საბანკო ბარათით საქართველოს ბანკის გვერდზე. ავტომატური განახლება ჩართულია მხოლოდ მაშინ, თუ ყიდვისას თავად ჩართავთ: ბარათი ინახება საქართველოს ბანკთან (არა ჩვენთან) და ყოველი ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე გადაიხდება იგივე თანხა. 3 დღით ადრე გაგახსენებთ ელ-ფოსტით. გამორთვა შეგიძლიათ კაბინეტში ნებისმიერ დროს; ამის შემდეგ ბარათი წაიშლება და თანხა აღარ ჩამოიჭრება.
დაბრუნება
თანხას ვაბრუნებთ ორ შემთხვევაში. 1) თუ გადახდიდან 14 დღის განმავლობაში გაფართოება ტექნიკური მიზეზით არ მუშაობს და ჩვენ ვერ გამოვასწორეთ. პრობლემა უნდა დაადასტუროთ, მაგალითად ეკრანის ვიდეოჩანაწერით ან სქრინშოტებით. 2) თუ ავტომატური განახლებით თანხა ჩამოიჭრა და მოგვწერთ ჩამოჭრიდან 5 დღის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, მათ შორის გამოუყენებელ დროზე, თანხა არ ბრუნდება. გაშვებების ნაკრები არ ბრუნდება. საბანკო გადარიცხვით გადახდაზე იგივე წესები მოქმედებს, რაც ბარათით გადახდაზე. დაბრუნებისას ვადა წყდება, ავტომატური განახლება კი გამოირთვება. თანხა ჩაირიცხება იმავე ბარათზე ან ანგარიშზე, საიდანაც გადაიხადეთ, 3–10 სამუშაო დღეში. დასაბრუნებლად მოგვწერეთ support@strelf.com-ზე ან WhatsApp-ზე.
ხელმისაწვდომობა
RS.ge-ის გვერდები და მისი მუშაობა ჩვენგან დამოუკიდებელია. თუ RS.ge შეიცვლება, გაფართოებას შესაძლოა განახლება დასჭირდეს. შევეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ.
ანგარიშის დახურვა
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ მოგვწეროთ და წავშლით. წესების სერიოზული დარღვევისას ანგარიშს შეგვიძლია შევუწყვიტოთ მუშაობა.
გამყიდველი
დასახელება: ი/მ თემური ჩიტაშვილი
პირადი ნომერი: 01411109648
მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი 3-ს, მე-4 მკ/რ, კორპ. 413
ელ-ფოსტა: support@strelf.com